ეკა ბესელია: ჟვანიას საქმეზე გამოძიებამ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გადაწყვიტა

ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიებამ დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გადაწყვიტა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
დეპუტატის აზრით, შესაძლოა, რომ წინა ხელისუფლებამ ნივთმტკიცებულებების ფალსიფიცირება მოხდინა და დანაშაულის კვალი წაშალა.
„რაიმე კვალის დაზიანება, გაფუჭება, ნივთმტკიცებების ფალსიფიცირება შესაძლებელი იქნებოდა. ჩემი პირადი მოსაზრებით, წინა ხელისუფლებას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, რომ ეს კვალი წაშლილიყო და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეცვლილიყო. რამდენიმე დღის წინ მქონდა ამ თემაზე საუბრი და ვიცი, რომ გამოძიებამ დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გადაწყვიტა“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები