დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ამზადებენ
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საკუთარი მოქალაქეების დე ფაქტო აფხაზეთში უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ამუშავებს. ამის შესახებ ცხინვალში „საგარეო უწყების“ ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეები წინასწარ კონსულტაციებს ატარებენ, შეთანხმების გაფორმება კი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. სანაკოევმა აღნიშნა, რომ დინამიურად ვითარდება ასევე ურთიერთობები დნესტრისპირეთთან, ვენესუელასთან და ნიკარაგუასთან.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე მუშაობს. 12 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ელჩის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა. უახლოეს მომავალში ჩვენ გადავალთ პრეზიდენტის ბრძანების პრაქტიკულ შესრულებაზე, ახლა კი ამ მიმართულებით მოსამზადებელი მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა სანაკოევმა.