გოგა ონიანს იჭერენ?!

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის გოგა ონიანის პასუხისგებაში მიცემა და დაპატიმრება გამორიცხული არ არის.
ამის შესახებ მჟავანაძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში ცნობილი რეზონანსული საქმეები საბოლოოდ დასრულდება და “ნაციონალური მოძრაობისა“ და ამ რეჟიმის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეჟიმის რამდენიმე წარმომადგენელი და საკმაოდ ბევრი მაღალჩინოსანი დაჭერილია, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, თბილისის ყოფილი მერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ხალხში უფრო მეტი მოლოდინებია, რომ კიდევ უფრო მეტი ცვლილებები მოხდეს სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, და დღეს ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში არ არის გამორიცხული შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის გოგა ონიანის პასუხისგებაში მიცემა და მისი დაპატიმრება. ეს არის საქმე, რომელიც დავით შათირიშვილის პასუხისგებაში მიცემას ეხება. ეს კი ის პიროვნებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ მაისურებს ბეჭდავდა. ეს ადამიანი დაიჭირეს, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ დახმარებას უწევდა. როგორც შათირიშვილი ამბობს, მას ნარკოტიკი სწორედ გოგა ონიანმა ჩაუდო. მიუხედავად იმისა, რომ გოგა ონიანი ჩემს კოლეგად მოიაზრება და ის ადვოკატთა ასოციაციის წევრია, მაინც ვაცხადებ, რომ ადვოკატთა ასოციაცია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების თავშესაფარი არ უნდა იყოს, რომელთა მიმართაც საკმაოდ ბევრი კითხვაა და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მათ საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი“, – აცხადებს მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები