პუტინის სამხედრო გეგმა კახეთის გზასთან დაკავშირებით – მამუკა არეშიძის კომენტარი

ავარეთ – კახეთის გზა მეხუთე გზაა, რომელსაც რუსეთი სამხედრო-პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენებს – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
როგორც ის „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რუსი ანალიტიკოსების აზრით, პუტინს ეს გზა იმისთვის სჭირდება, რომ რუსულმა ჯარებმა საქართველოს დედაქალაქი როგორც დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან ალყაში მოაქციოს.
„ამ გზის მშენებლობა რუსეთს 30 მილიარდი რუბლი უჯდება. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, რაში სჭირდება რუსეთს ამდენი ფულის ხარჯვა და ახალი გზის მშენებლობა. თუ მას მოუნდება საქართველოზე თავდასხმა, საქართველოს ტერიტორიაზე მას სხვა გზების მეშვეობითაც შეუძლია შემოვიდეს. თუმცა, საქმე სულ სხვა რამეშია. რუსი ანალიტიკოსების მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლება იმ შემთხვევისთვის იზღვევს თავს, თუკი საქართველო ნატოში გაწევრიანდება. ანალიტიკოსების ნაწილს კი მიაჩნია, რომ პუტინს ეს გზა იმისთვის სჭირდება, რომ ახალი ინტერვენციის შემთხვევაში, რუსულმა ჯარებმა საქართველოს დედაქალაქი როგორც დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან ალყაში მოაქციონ. სიმართლე გითხრათ, ეს მოსაზრება მთლად სარწმუნოდ არ მიმაჩანია, თუმცა, რაღაცა ლოგიკა ამაში არის“,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები