ექიმები მოსახლეობას წითელასგან თავის ასარიდებლად ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ

  წითელათი ინფიცირებულთა რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით არ გაზრდილა, თუმცა ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციას მაინც ურჩევენ.
„ჩვენ არა მარტო წითელასგან ვიცავთ პატარებს, არამედ წითურასგან. წითურა ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით და თუ ვინმეს შენობის პირველ სართულზე აქვს წითელა, შეიძლება მე -16 სართულზე მცხოვრებსაც შეხვდეს, ანუ მიყვება საჰაერო გზებს“, – აღნიშნა ექიმმა.
ვისრუსის გააქტიურებასთან ერთად საავადმყოფოები უკვე მოამარაგეს როგორც ფასიანი, ასევე უფასო ვაქცინით.
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც სახელმწიფომ უკვე შეიძინა, 6 თვიდან 30 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები