სოხუმის აეროპორტი 2 წელიწადში ამუშავდება
სოხუმის აეროპორტი 2 წელიწადში ამუშავდება, – ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის თვითაღიარებულმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
ხაჯიმბას თქმით, კომპლექსური გეგმით გათვალისწინებული აეროპორტის რეაბილიტაციის პროცესი უსახსრობის გამო გადაიდო. „თუმცა ამ პროცესში ჩართვის მსურველები გამოჩნდნენ. ვიმედოვნებ, რომ 2 წლის განმავლობაში აეროპორტი ამოქმედდება“, – განაცხადა ხაჯიმბამ.