საქართველოში ავტომობილების წარმოება იწყება

საქართველოში ავტომობილების წარმოება იწყება.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე გაზეთ „ალიასთან“ აცხადებს, რამდენიმე კომპანიამ საქართველოში ავტომობილების წარმოების დაწყების სურვილი გამოთქვა.
მისივე თქმით, ჰოლანდიურმა და შვედური კომპანიის წარმომადგენლებმა ურთიერთობის ინტერესი გამოხატეს.
„სანამ ამ კომპანიების წინადადება მუშავდება, მანამდე მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ. შეიძლება სხვა კომპანიებთან საქართველოს მიერთების სურვილი აქამდეც იყო გამოთქმული, მაგრამ მანქანების აქ აწყობისა და სათადარიგო ნაწილების საქართველოში გადმოტანის საშუალება არ გვქონდა, რადგანაც ეს რომ გააკეთო, ამისთვის ქვეყანას საიდენტიფიკაციო კოდი უნდა მიენიჭოს. ჩვენი შეთანხმება ამას უზრუნველყოფს და ეს გზა ჩვენ უკვე გაგვეხსნა. ჩვენთან ჰოლანდიური და შვედური კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ურთიერთობის ინტერესი გამოხატეს“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები