წითელას შემთხვევებმა იმატა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას ვირუსის შემთხვევის მატება და გავრცელება იმით არის გამოწვეული, რომ მოზრდილები აცრილები არ არიან. ამის შესახებ პაატა იმნაძემ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„წითელას ვირუსი ბავშვებში არ გვხვდება იმიტომ, რომ ისინი აცრილები არიან. ვეხვეწებით მოზრდილებს, რომ აიცრან და არ იცრებიან. ვაქცინაცია უფასოა და 30 წლამდე სავალდებულოა“, -განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, წითელას ვირუსი განსაკუთრებით იმ გოგონებისთვისაა საშიში, რომლებიც მშობიარობას აპირებენ, რადგან მშობიარობის პერიოდში წითურა  ნაყოფისთვის უკვე განაჩენია.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, წითელას ვირუსის გავრცელება წინა წელს დაიწყო. შარშან ამ ვირუსის 8 000, ხოლო წელს 3 000 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები