ხაჯიმბას აზრით, „ენგურჰესის“ მფლობელი დე-ფაქტო აფხაზეთი უნდა იყოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაული ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ხაჯიმბას თქმით, მთავარი ენერგოობიექტის, „ენგურჰესის“ კუთვნილების საკითხი რთული, მაგრამ მოგვარებადია. მისივე თქმით, საწარმოს მფლობელად აფხაზური მხარე უნდა გამოცხადდეს და დოკუმენტურად უნდა განისაზღვროს იმ ენერგიის წილი, რომელსაც აფხაზეთი მიიღებს ენგურჰესიდან.
„სამწუხაროდ, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი არ გაკეთებულა იმისთვის, რომ ეს ობიექტი ჩვენს კუთვნილებაში ყოფილიყო“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები