პრეზიდენტი აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. კერძოდ საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების პროცესით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და განვითარების მიმართულებით. ხაზგაზმით აღინიშნა ისიც, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები