“სამწუხაროა ის გამრუდებული ლიბერალიზმის იდეა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ სხვადასხვა დაფინანსებით სხვადასხვა ქვეყანაში” – პაპუაშვილი
“ყველაფერში მნიშვნელოვანია ბალანსი, ჰარმონია და სამწუხაროა ის გამრუდებული ლიბერალიზმის იდეა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ სხვადასხვა დაფინანსებით სხვადასხვა ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„არაფრის გაფეტიშება არ შეიძლება, მათ შორის, არც სიტყვის, რომელიც შეიძლება, იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ. ამის კარგი მაგალითია საქართველო. როდესაც ვხედავთ, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით ლამის, როდესაც ჩვენთან ზიზღი, ბოღმა, სიტყვიერი თავდასხმა არათუ რაღაცნაირად დაშვებული იყო, არამედ ამის მიესალმებოდნენ. ეს დღემდე გრძელდება ზოგიერთი ევროპელი ელჩისგან, თუ ევროპელი დონორი ორგანიზაციისგან. ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც შუბლში ტყვიით ემუქრებოდნენ სხვებს, ფინანსდებოდნენ ბრიუსელის ბიუჯეტიდან. ჩვენ ვხედავდით, რომ ადამიანები, რომლებიც ბავშვიან დედას მიუცვივდნენ და გამოლანძღეს. ეს ადამიანები არიან ჩახუტებული სხვადასხვა ევროპული საელჩოს და ელჩის მხრიდან ფინანსდებიან უხვად ბრიუსელიდან. ეს არის ზუსტად, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და, როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი ადამიანს. ამაზე მიუთითებს სწორედ პატრიარქი – ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს და, მათ შორის, იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდოიდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ „ენჯეოებს“, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიასა და მის სიტყვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.