ახალქალაქში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ახალქალაქში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპული 30 წლის ქალია, ხოლო კიდევ ერთი პირი დამწვრობებით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ქონების დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები