ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 17 მარტს გაიმართება

მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა.

მადურომ დღევანდელ პროცესზე თავი „უდანაშაულოდ“ და „პატიოსან ადამიანად“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ის კვლავ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტია.

როგორც მადუროს ადვოკატმა განაცხადა, მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს.

ადვოკატების ცნობით, მადუროსა და მის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადუროს ბრალდებები მოიცავს ნარკოტერორიზმის შეთქმულებას, კოკაინის იმპორტის შეთქმულებას, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები