რაულ ხაჯიმბამ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა

დე ფაქტო აფხაზეთში ეკონომიკის არც ერთი დარგი არ ფუნქციონირებს, – ამის შესახებ დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დიდი ძალისხმევის გამოყენება გვიწევს, რომ ბიუჯეტში გადასახადები შევიდეს. მკვეთრად დგას ენერგომომარაგებისა და კომუნალური მეურნეობის საკითხები“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ „ქვეყნის განვითარებისთვის წლების მანძილზე გააზრებული ნაბიჯები არ იდგმებოდა“. მისივე თქმით, ახლა პროკურატურა სხვადასხვა ორგანიზაციის დარღვევების გამოძიებით აქტიურადაა დაკავებული, მათ შორის კომპლექსური გეგმის რეალიზებისთვის განკუთვნილი რუსეთის ფედერაციის მიერ გადარიცხული სახსრების ნაწილში. ხაჯიმბა აღნიშნავს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.
შეგახსენებთ, რომ კომპლექსური გეგმის თანახმად, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული, რუსეთის ბიუჯეტიდან 10,9 მილიარდი რუბლი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები