რომანტიკა ზღვის ფსკერზე
ბრიტანული ტურისტული კომპანია “Oliver’s Travels”-ი შეყვარებულ წყვილებს უჩვეულო სერვისს სთავაზობს. “Lovers Deep”- ეს არის რომანტიკული დღესასწაული ზღვის ფსკერზე, ნავში, რომლის ღირებულებაც 293 ათასი დოლარია. წყალქვეშა ნავი კეთილმოწყობილია მაღალი კლასის სასტუმროს ნომრით, რომელშიც განთავსებული ლოგინები ვარდის ფურცლებით არის გაწყობილი. ყველაზე დიდ ინტიმურობას კი წყალქვეშა სიჩუმე ქმნის. წყვილს ადგილამდე ვერტმფრენით მიიყვანენ. ამის გარდა, წყვილს შეუძლია თავად აირჩიოს ის ზღვა, რომლის ფსკერზე ჩასვლასაც ისურვებს.