თბილისის 41 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთაწმინდის, ნაძალადევის და საბურთალოს, რაიონებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან, ნაძალადევისა და საბურთალოს გამგებლებთან ზაზა გაბუნიასთან და ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, კაპიტალურად, სრულად შეკეთდება მთაწმინდის რაიონში მდებარე ვირსალაძის ქუჩა. გამოიცვალა საფუძველი, მიმდინარეობს ქვედა ფენის ასფალტის დაგება, გასწორდება საკომუნიკაციო ჭები, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის ზედა ფენა. პროექტი ითვალისწინებს ვირსალაძისა და გოგებაშვილის ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას და მისი ღირებულება ჯამში 700 000 ლარია. უკვე დასრულდა საკომუნიკაციო სამუშაოები. საბურთალოს რაიონში, ბურძგლას ქუჩაზე, სადაც მერიის ინფორმაციით, 10 წელზე მეტია გზის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, ქუჩის კეთილმოწყობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 494 000 ლარი დაიხარჯა. უახლოეს დღეებში დასრულდება ნაძალადევის რაიონში მდებარე ჩარგლის ქუჩის ფრაგმენტული შეკეთებები. ქალაქის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით 41 ქუჩაზე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები