რას უკავშირებს ეკა ბესელია მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებს

საპარლამენეტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია საქართველოს მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. დეპუტატი ცვლილებებს ხელისუფლების გაჯანსაღების და ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართულ პროცესად აფასებს. “ეს არ არის პრემიერ-მინისტრის მიმართ გამოხატული პროტესტი, ასევე, ძალიან არასერიოზული იქნება, რომ ამ პროცესში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჩარევის მცდელობა ვეძებოთ. გუნდის შიგნით მოხდა შეთანხმება, რომ ასეთი ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ სწრაფად და დინამიურად გაგრძელდეს რეფორმები. ყველა იმ ადამიანის შესაძლებლობა, რომელთაც ბუნებრივია მაქსიმუმი გააკეთეს თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა მიმართულებით “, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები