რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, მისი მოადგილის თანამდებობა კი ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავა.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, განვმარტავთ, რომ მინისტრი დავით შავლიაშვილი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას ჩვეულ, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
რაც შეეხება, ზურაბ კოპაძის და ნოდარ ჯავახიშვილის შესახებ დასმულ კითხვებს, გაცნობებთ, რომ, მომავალ წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტიდან და გეგმების მასშტაბურობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მინისტრის მოადგილის შტატის დამატება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია. მინისტრის მოადგილის ახალ შტატზე უნდა დანიშნულიყო ნოდარ ჯავახიშვილი.
რაც შეეხება, მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ზურაბ კოპაძეს, მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტი განხორციელდა. სწორედ, იქ მიღწეული წარმატება გახდა საფუძველი, რომ მიიღო შეთავაზება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავების შესახებ. ახალ პოზიციაზე ყოფნის ხანმოკლე პერიოდში, მან რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი. ზურაბ კოპაძემ საკუთარი სურვილით მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება და მინისტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა.
იმის გამო, რომ სამინისტროში გაჩნდა მოადგილის ვაკანსია, აღარ იდგა საჭიროება ახალი შტატის დამატების და არსებული ვაკანტური ადგილი დაიკავა ნოდარ ჯავახიშვილმა, რომელიც წლებია, წარმატებით მოღვაწეობს საფინანსო სფეროში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები