ქუბულეთში მანქანა აფეთქდა
ქობულეთში გუშინ გაზგასამართ სადგურზე „ფორდის“ მარკის ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად მანქანა მთლიანად დაიწვა, არიან დაზარალებულებიც. წინასწარი ინფორმაციით, გაზგასამართ სადგურზე ბუნებრივი ავზის დასატუმბად მისული ავტომანქანის აფეთქება, კუსტარულად დამონტაჟებულმა ავზმა გამოიწვია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძება 240-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.