ბათუმში ავარიას ოზურგეთის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ავთო ფიფიას სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, ფიფია ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ბათუმიდან საკუთარ სახლში გადაასვენეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.