მთავრობის ადმინისტრაციაში აკაკი ჩხენკელის მიერ თანამდებობის დატოვებას ადასტურებენ
რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, აკაკი ჩხენკელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ჩხენკელმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ვინ შეცვლის აკაკი ჩხენკელს.
„ აკაკი ჩხენკელმა დატოვა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე. პრემიერ-მინისტრმა მისი თხოვნა უკვე დააკმაყოფილა. კონკრეტული მიზეზი განცხადებაში მითითებული არ ყოფილა”, – განუცახდეს „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად აკაკი ჩხენკელი 2013 წლის დეკემბერში დანიშნა.