უკრაინის მთავრობაში მუშაობა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კიდევ სამ ჩინოვნიკს შესთავაზეს
უკრაინის მთავრობაში მუშაობა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კიდევ სამ ჩინოვნიკს შესთავაზეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი დეპუტატი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს. მისი თქმით, ფაქტი მალე გასაჯაროვდება.
“ქეთი დოლიძემ და გოგა ხაინდრავამ კიევში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა, საქართველოში არანაირი რეფორმა ჯანდაცვის სფეროში არ გაუტარებია.
ოღონდ მას მერე წინა ხელისუფლების კიდევ 3 ჩინოვნიკს შესთავაზეს უკრაინის მთავრობაში მუშაობა, რაც მალე გასაჯაროვდება”, – აცხადებს ხერხეულიძე.