გლდანში სავაჭრო ჯიხურს ავტომანქანა შეეჯახა – დაშავებულია ერთი ადამიანი
გლდანში მე-3 მიკრორაიონში ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურს ავტომობილი დაეხაჯა. შემთხვევის შედეგად ჯიხურის გამყიდველი დაშავდა. ის სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სხეულის დაზიანება გამოიწვია.