გიორგი კვირიკაშვილი: ბინა, რომელშიც 4 შვილთან ერთად ვცხოვრობ, იპოთეკით მაქვს დატვირთული

საქართველოს ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ბინა, რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს, იპოთეკით აქვს დატვირთული. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც გადაცემის წამყვანი დაინტერესდა აქვს თუ არა ეკონომიკის მინისტრს ბანკიდან კრედიტი გამოტანილი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მხრიდან ამის თქმა თავის შეცოდების მცდელობას არ წარმოადგენს. კვირიკაშვილის თქმით, მან კარგად იცის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრ მოქალაქეს ცუდი ფინანსური მდგომარეობა აქვს.
“ძალიან ბევრი ადამიანი არის ცუდ მდგომარეობაში. მე არ გავკადნიერდები და საკუთარ მდგომარეობას არ შევადარებ მათ მდგომარეობას. მეც მაქვს ბანკიდან სესხი აღებული. ბინა, რომელშიც ოთხ შვილთან ერთად ვცხოვრობ, იპოთეკით მაქვს დატვირთული. ამით თავს არავის ვაცოდებ, ასე არ გავკადნიერდები. ვიცი, რომ მოქალაქეები ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან, მე მათ ამ კუთხით თავს არ ვადარებ“, -აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები