ბათუმში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა
როგორც „კვირას“ ბათუმის სახანძრო სამსახურში განუცხადეს, ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთ-ერთი მამაკაცი დამწვრობებით თბილისში გადმოიყვანეს.
შემთხვევა გაგარინის ქუჩა №40-ში მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა. ცეცხლი ამ დროისთვის მთლიანად ლოკალიზებულია.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმელმა გამოიწვია. ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.