ბაქოში უბედურ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უბედური შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სახლის სარემონტო სამუშაოების დროს სამშენებლო ქვა გადმოვარდა, რომელიც სახლის მეპატრონეს ილჰამ იუსიფოვს დაეცა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.