დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა

თბილისში, თემქაზე  პოლიციის დაჭრილ თანამშრომელს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიური მკურნალობის პალატაშია გადაყვანილი. როგორც თემქის №5 კლინიკური საავადმყოფოს მკურნალმა ექიმმა მიხეილ გურგენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
ექიმის ინფორმაციით, დაჭრილ პოლიციელს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები. კერძოდ, პაციენტი დაჭრილი იყო მუცლის არეში, ხოლო სახის არეში ნაფლეთი ჭრილობები აღენიშნებოდა. მისივე ინფორმაციით, ჭირილობები ბასრი იარაღით ჰქონდა მიყენებული, ასევე დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი და მას ჩაუტარდა ოპერაცია.
დაჭრილი პოლიციელის მეუღლის ოჯახს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. პოლიციელის მეუღლის ირინა აღაპიშვილის განცხადებით, ფაქტზე ინფორმაცია საპატრულო პოლიციის მხრიდან მიიღო. მისივე თქმით, მიხეილ მაზმიშვილი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და იგი სახლში მიდიოდა, როდესაც ჭრილობები მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები