ირანი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თანამშრომლობას გეგმავენ

ირანელი მეწარმეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობით არიან დაინტერესებულები. სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, ირანელი ბიზნესმენები სამუშაო ვიზიტით ცხინვალში იმყოფებიან. „სამხრეთ ოსეთის მეწარმეთა კავშირის“ თავმჯდომარის მარინა ძიგოევას განცხადებით, შეხვედრაზე ბიზნესმენებმა თანამშრომლობის პერპექტივები განიხილეს. ძიგოევას თქმით, პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა ირანელები სოფლის მეურნეობის სფეროთი უკვე დაინტერესდნენ.
„თანამშრომლობის დასამყარებლად ჩვენ კონკრეტული წინადადებები უნდა მოვამზადოთ. ორივე მხარე ურთიერთთანამშრომლობის წინადადებებს დაამუშავებს და მუშაობის სფეროებს აღნიშნავს“, – განაცხადა ძიგოევამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანელმა ბიზნესმენებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ბიზნესის წარმოების სფეროში ახალი ტექნოლოგიების გასაცნობად ირანში დაპატიჟეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები