თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?
დაბა კაზრეთში 41 წლის სლავა კუჭაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115 -ე მუხლით აღიძრა – ამის შესეხებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს. „კვირას“ ინფორმაციით, სლავა კუჭაშვილის სიცოცხლე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, კომპანია “RMG კუპერის ” ყოფილი თანამშრომელი სანადიროდ მიდიოდა და მას შემთხვევით იარაღი გაუვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სლავა კუჭაშვილი კომპანია “RMG კუპერში” მუშაობდა. ის სამსახურიდან დაახლოებით 5 თვის წინ გაათავისუფლეს. ოჯახი ბანკიდან გამოტანილ კრედიტებს ვეღარ ფარავდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.