ე.წ. „დსრ“–ს აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

 

     ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელებმა ალექსანდრე ზახარჩენკოს მეთაურობით სამუშაო შეხვედრა გამართა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაციასთან , რომელსაც ე.წ. პრემიერ–მინისტრი ბესლან ბუტბა ხელმძღვანელობდა.
ამ ინფორმაციას joinfo.ua „დსრ–ის ხელისუფლების“ პრეს–სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფხაზურ დელეგაციას „დონეცკის რესპუბლიკის“ „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ალექსანდრე კოფმანიც შეხვდა. შეხვედრა ბიზნეს–ცენტრში გაიმართა. შეგახსენებთ, კოფმანი ფიგურირებდა ცნობილ ვიდეოში მიხეილ პორეჩენკოვის გვერდით, როდესაც რუსმა მსახიობმა დონეცკის აეროპორტის დამცველებს ცეცხლი გაუხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები