ნორვეგია მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას არ აღიარებს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას ეხმაურება. ბორგე ბრენდე აცხადებს, რომ იგი ამ ხელშეკრულებას არ აღიარებს. ნორვეგია მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებას“ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად მიიჩნევს.
„არ ვაღიარებ ე.წ. „შეთანხმებას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთს შორის გაფორმდება. ნორვეგია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულების“ შესახებ.
მისი შეფასებით, მოსკოვის აღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან. „შეთანხმება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან. ასევე არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც კიდევ უფრო ართულებს საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებას. ნორვეგიული მხარე მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმებითა და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რუსეთმა უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და გამოიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო უწყების