„რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხეშეკრულება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის განცხადებაში, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა რეგიონში ზიანის მომტანია.
„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა ზიანის მომტანია რეგიონში უსაფრთხოების სტაბილურობისათვის არსებული ძალისხმევისთვის. რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის აქამდე გაფორმებული შეთანხმებების მსგავსად, ეს შეთანხმებაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით და 2008 წლის 8 სექტემბრის მისი განსახორციელებელი ზომების ჩათვლით რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.