ფედერიკა მოგერინი: რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება რეგიონში ზიანის მომტანია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი რუსეთსა და საქართველოს რეგიონს – აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის” შესახებ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მოგერინის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება რეგიონში ვითარების უსაფრთხოების სტაბილურობისთვის ზიანის მომტანია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
“რუსეთსა და აფხაზეთს შორის მანამდე გაფორმებული შეთანხმებების მსგავსად, ეს შეთანხმებაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით”, – აღნიშნულია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ სოჭში “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ ე.წ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები