ნორლანდი: აშშ არ ცნობს დე-ფაქტო აფხაზეთთან დადებულ არც ერთ შეთანხმებას

 

   რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ
ანაცხადა.
ელჩის თქმით, თამარ ბერუაჩაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
“ამ ინფორმაციას მე აშშ-ში, ცენტრალურ მთავრობას გადავცემ და ალბათ მოგვიანებით გაკეთდება ოფიციალური განცხადება. მანამდე მე გეტყვით, რომ აშშ არ ცნობს დე-ფაქტო აფხაზეთთან დადებულ არც ერთ შეთანხმებას”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები