რუსეთი და დე ფაქტო აფხაზეთი „აგრესიის მოგერიების“ მიზნით ერთობლივ არმიას შექმნიან
რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმება თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ „აგრესიის მოგერიების“ მიზნით ერთობლივი არმიის შექმნას გულისხმობს.
წინასწარი მონაცემებით, ჯარების დაჯგუფება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ ერთი წლის შემდეგ იქნება ფორმირებული. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი რუსეთის სახსრებით აფხაზური არმიის მოდერნიზება მოხდება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია რუსეთ-აფხაზეთის საზღვრიდან ძალების გადაყვანა დე ფაქტო აფხაზეთის და საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საზღვარზე.