თბილისს შემოერთებულ დასახლებებში გზის საფარზე მარილის დაყრა დაიწყო
წყნეთში, კოჯორსა და თბილისს შემოერთებულ დასახლებებში პირველი თოვლი მოვიდა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და შპს „თბილსერვისის“ წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა, იყრება მარილი და იწმინდება გზები.
თბილისში ნალექი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.