ქართველებმა საბერძნეთის ციხეში ბუნტი მოაწყვეს (ფოტოკოლაჟი)

საბერძნეთის კორიდალოსის ციხეში ქართველებმა ნამდვილი ბუნტი და გაქცევის მცდელობა მოაწყვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი დაპატიმრებული ქართველის დედის შვილისთვის ნარკოტიკების გადაცემის მცდელობა გახდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ქალი ციხის თანამშრომლებმა შეაჩერა, რის შემდეგაც 6-მა ქართველმა ბუნტი მოაწყო და ციხის საავადმყოფოს მინები ჩაამსხვრია.saberzneti2
“ამის შემდეგ პატიმრებმა, დაახლოებით 20-25 კაცმა, კარი ჩაამტვრიეს და ციხის პერსონალი სცემეს. 2 თანამშრომელი ამბოხებულებს ერთ-ერთ ოთახში დაემალა. რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი ტრავმები მიიღო.
კორიდალოსის ციხეში პოლიცია და პროკურორი პატიმრებთან მოლაპარაკებების გასამართად მივიდნენ. ბოლო მონაცემებით, მოლაპარაკებები შეჩერებულია”, – წერს ბერძნული პრესა.

“კვირა” ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას და იმ ქართველთა ვინაობის დადგენას, რომლებიც ადგილობრივი მედიის ცნობით, ბუნტში მონაწილეობდნენ.

saberzneti

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები