კიევში დაჭრილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

  დღეს კიევში შეტაკებების დროს გარდაცვლილებსა და დაჭრილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, – ამის შესახებ „კვირას“ უკრაინაში საქართველოს ვიცე -კონსულმა თეიმურაზ კერესელიძემ განუცხადა.
„კიევში მომხდარი შეტაკებებისას გარდაცვლილებსა და დაჭრილებს შორის საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები გავაფრთხილეთ, რომ თავი შეიკავონ და მოერიდონ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას“, – განაცხადა თეიმურაზ კერესელიძემ.
უკრაინაში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც „კვირას“ კერესელიძემ განუცხადა, ამ დრომდე საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებს დახმარებისთვის არ მიუმართავთ. მისი თქმით, კიევში დილიდან სროლის ხმა ისმის და დაძაბული ვითარებაა. როგორც კერესელიძე აცხადებს, შეტაკებების შედეგად არიან დაჭრილებიც, გარდაცვლილთა რაოდენობა კი გაიზარდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, ევრომაიდნიდან დაჭრილები გაჰყავთ. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებიც დაჭრილების გადარჩენას ცდილობენ და მათ პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ. მომიტინგეების გარდა დაშავდნენ სამართალდამცველებიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა გარდაცვლილები. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, კიევში ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა.
ამასთან, კიევში, ევრომაიდნის აქტივისტებმა უმაღლესი რადის შენობის შტურმი დაიწყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ზურა ხურცია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ ემჩნეოდა.

1614407_10151990189784779_1078219343_o

1654973_10151990189854779_1362500596_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები