“ზურაბ ჟვანია ხათუნა გოგორიშვილმა გაყიდა”
„ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტში კი არა, ქალთა კოლონიაში უნდა იჯდეს“, – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეგობარი ლალი ანთია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, გოგორიშვილი კოლონიაში უნდა იჯდეს, როგორც კორუმპირებული, მომხვეჭელი და არჩევნების გამყალბებელი. როგორც ლალი ანთია აცხადებს, აცხადებს, მიხეილ მაჭავარიანი, გია ბარამიძე და ხათუნა გოგორიშვილი ზურაბ ჟვანიას უსირცხვილოდ ღალატობდნენ.
„ცხონებული ზურაბ ჟვანია ჩემი მეგობარი იყო, თორემ გოგორიშვილის, მაჭავარიანისა და ბარამიძის გვერდით დადგომა როგორ შეძლებოდა? ჩემო შვილო, მე ცხოვრება ნანახი მქონდა… „მოქალაქეთა კავშირში“ „ფრანცუსკებით“ მივედი და „კალოშებით“ წამოვედი! ესენი მოეთრნენ ცალ-ცალი კალოშით და შეჭამეს ქვეყანა… თქვენ არ იცით, რა სიბინძურე, სიმუხთლე, ღალატი და ზურგში მახვილის ჩაცემა აქვს ნანახი ჩემს თვალებს. გოგორიშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე და დანარჩენი მოქკავშირლები, ე.წ. ახალგაზრდული ფრთა, ვითომ ერთად იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანდნენ და ახლაც სიძულვილი და დანაშაული აერთიანებთ. ზურგს უკან ერთმანეთზე საშინელებებს ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს ფულებს „უტეხავდნენ“, ზურაბ ჟვანიას უსირცხვილოდ ღალატობდნენ. რაც ამ გაფუჭებულმა გოგორიშვილმა პარლამენტში ჩაიდინა, როცა იმდენი ქონება გაანიავა და მიიტაცა. მოგეხსენებათ, გოგორიშვილი პარლამენტის აპარატის უფროსი იყო. დღეს ეს ზნედაცემული ქალი, რომელმაც ზურაბ ჟვანია გაყიდა, მიკროფონზეა მიწკეპილი პარლამენტში. გოგორიშვილი პარლამენტში კი არა, ქალთა კოლონიაში უნდა იჯდეს, როგორც კორუმპირებული, მომხვეჭელი და არჩევნების გამყალბებელი. ეგ ქალი ყველაფერს კადრულობდა – აყალბებდა დოკუმენტებს, „დოლიები“ ჰქონდა დაწესებული ამა თუ იმ კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნაზე, დეპუტატის კაბინეტის შერჩევაზეც კი“,- აცხადებს ანთია.