გიგლა ბარამიძე: ჯორჯ სოროსმა სააკაშვილთან ერთად მთელი „ნაცბანდაც“ „ჩარეცხა“

„სოროსი სააკაშვილისა და სხვა „მისი ბიჭების“ შემხედვარე, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ იმავე მდინარეში მეორედ აღარ შევიდოდა!“ – აცხადებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ჯორჯ სოროსმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად მთელი „ნაცმოძრაობაც“ „ჩარეცხა“.
„პრაქტიკულად, სოროსმა სააკაშვილი „ჩარეცხა“ და სააკაშვილთან ერთად მთელი „ნაცბანდაც! „- აცხადებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამასთანავე, გიგლა ბარამიძე ინტერვიუში ხელისუფლებასაც აკრიტიკებს. „ის რომ მიშა-გაპონი ჩაირეცხა, სულაც არ ნიშნავს „ოცნების“ ძლევამოსილებას. ამ ხელისუფლებას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და სულაც არ მინდა კერენსკივით მოუხდეს გაპარვა!
მე ეს ხელისუფლება მაგონებს მიხეილ ჯავახიშვილის თეიმურაზ ხევისთავს „ჯაყოს ხიზნებიდან“! იმ თეიმურაზს, რომელსაც სახლი თავზე ენგრევა. მეუღლე ააწაპნეს და ამ დროს, ეს უბედური ჭკვიანური სახით, ზანზიბარის ირიგაციასა და ლოიდ ჯორჯის მიმართებაზე ჭმუნავს!
„ოცნების“ ხელისუფლება სავსეა ყოფილი ნაცზონდერებით- პროკურატურაშიც, შს სამინისტროშიც, ადგილობრივ გამგეობებშიც!“ – ამბობს გიგლა ბარამიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები