ამ წუთებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იწყება
ვარდების რევოლუციის მოედანზე ამ წუთებში აქცია იწყება. “არა ანექსიას – არა ოკუპაციას” ამ სახელწოდების აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება. შეკრებილების წინაშე პარტიის ლიდერები სიტყვით გამოვლენ.
აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. ბათუმიდან, ქუთაისიდან და კახეთიდან ჩამოსული მოსახლეობა უკვე ვარდების რევოლუციის მოედანზე იმყოფება. თბილისში ჩამოსვლამდე მათ სიმბოლური აქცია – “არა ანექსიას, არა ოკუპაციას” ენგურის ხიდზე გამართეს.
არსებული ინფორმაციით, აქციაზე შეკრებილებს სიტყვით საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან მიმართავს.