პაატა სალია „მეგობრულ აქტზე“: ერთ-ერთ კომიტეტზე მხარდაჭერილმა აქტმა უნდა გაიაროს ასევე სხვა კომიტეტები, სენატი, კონგრესი და ბატონი ტრამპის ხელმოწერაც
„ერთ-ერთ კომიტეტზე მხარდაჭერილმა აქტმა უნდა გაიაროს ასევე სხვა კომიტეტები, უნდა გაიაროს სენატი, კონგრესი და ბატონი ტრამპის ხელმოწერაც,”- ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, პაატა სალიამ „მეგობრულ აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.
“საყურადღებოა, გავითვალისწინოთ ის პროცესი, რასაც საკანონმდებლო პროცესი ჰქვია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც როგორ იყო მიღებული ეს აქტი, რა ეტაპზეა ამ აქტის მიღება. ეს იყო საკომიტეტო მოსმენაზე. საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო ეს აქტი, როგორც ჩემთვის ცნობილია, 10 სხვა კანონპროექტთან ერთობლიობაში. არ ყოფილა მისი დეტალური განხილვა ამ კომიტეტზე. ერთ-ერთ კომიტეტზე მხარდაჭერილმა აქტმა უნდა გაიაროს ასევე სხვა კომიტეტები, უნდა გაიაროს სენატი, კონგრესი და ბატონი ტრამპის ხელმოწერაც. მრავალთვიანი პროცესია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოხდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა და ეს აქტი არავის გაახსენდება,” – აცხადებს პაატა სალია.
ცნობისთვის, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიღებული “მეგობარი აქტი” ითვალისწინებს სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ.