დავით შერაზადიშვილი დმანისში მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარის ვახშამს დაესწრო

,,საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დავით შერაზადიშვილი დამანისის მუნიციპალიტეტში მერიის ინიციატივით, მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარის ვახშამს დაესწრო”, – ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, შერაზადაშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
“რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრეა. საუკუუნების მანძილზე ერთად ვიღწვით საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა მუსლიმ თემს მშვიდობა ბედნიერება, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა.

“ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, რომელმაც დმანისში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას წმინდა თვე, რამაზანი მიულოცა.

მუსლიმებისთვის რამაზანის თვე სულიერად ამაღლების, ურთიერთდახმარების და ურთიერთპატივისცემის თვეა. ისინი განსაკუთრებული მონდომებით ასრულებენ ღვთისმსახურებას, იცავენ მარხვას, ზრუნავენ ავადმყოფებზე, ეხმარებიან ობლებს და უმწეოებს.

იფთარს ესწრებოდნენ: მუფტი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის მოადგილე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ანარ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, ადგილობრივი რელიგიური და სხვა ოფიციალური პირები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები