ნოდარ ხადური შვედეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შვედეთის სამეფოს ახალ ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე შვედეთის სამეფოს, ასევე შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) საქართველოსთან არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები განიხილეს.
მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, მიმდინარე წლის მაისში, საქართველოსა და შვედეთს შორის 2014-2020 წლებისთვის თანამშრომლობის განვითარების შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობას.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და შვედეთი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.
შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა სტუმარს ასევე გააცნო 2015 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა.
შვედეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან არსებული თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ შვედეთი გააგრძელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები