ზალკალიანი ბერუჩაშვილს პრინციპულობის გამოვლენას უსურვებს
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული თანამდებობა განსაკუთრებულ პრინციპულობას მოითხოვს. “არ ვიცი როგორი გადაწყვეტილება იყო. ეს მისი არჩევანია, რომელსაც პატივს ვცემ. ძლიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა, რომელსაც განსაკუთრებული პრინციპულობა სჭირდება და ვუსურვებ მას ეს პრინციპულობა გამოავლინოს. მას ეს გამოადგება მომავალში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.