“თავისუფალი დემოკრატების” წევრები საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებენ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა დავით ონოფრიშვილი განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” წევრები საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებენ.
მისივე თქმით, თუ ეს საკითხი დადგება გადაწყვეტილება პარლამენტმა უმრავლესობით, 76 ხმით უნდა მიიღოს. “მიგვაჩნია, რომ საკმაოდ ნორმალურად და კონსტრუქციულად ვმუშაობთ იქ და ასე გავაგრძელებთ მუშაობას”, – აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
პარლამენტში “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები სამ კომიტეტს ხელმძღვანელობენ. რაც შეეხება ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძის საკითხს, ონოფრიშვილის თქმით, საკითხის კენჭისყრაზე დაყენების ვალდებულება არ არსებობს. “უმრავლესობას შეუძლია თემა თავად გადაწყვიტოს“-აღნიშნავს ონოფრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები