აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინამ. ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტში უკრაინის კრიზისზე საუბრისას რუბინმა განაცხადა, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა, ეს საქართველოს შემთხვევაში რამდენიმე არჩევნებზე უკვე გამოჩნდა. „ესაა ხალხის დეკლარირებული არჩევანი, რაც ევროატლანტიკურ ორიენტაციაში გამოიხატება. საქართველოში თითქმის ყველა პარტიას და პოლიტიკურ ფიგურას ამ კუთხით ერთიანი პოზიცია აქვთ. იმის ნაწილი, რის თქმასაც ჩვენ ვცდილობთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ, არის ის, რომ ჩვენ ამ რთულ პერიოდში ვიმედოვნებთ, საქართველოს ლიდერები ერთად დადგებიან იმ პოზიტიური მიმართულებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს და ერთად იმუშავებენ იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიონ, მითუმეტეს, ამჟამინდელი რთული რეგიონული სიტუაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა რუბინა. მისივე თქმით, ეროვნული კონსენსუსი ძალიან ძლიერია და შეიძლება მისი გამოყენება სტაბილურობის წყაროდ.