თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრა

მიმდინარე წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, წინა წლებისგან განსხვავებით, 2015 წლის ბიუჯეტი უფრო მეტად გამჭვირვალე იქნება.
„მთელი რიგი პროექტი იქნება უფრო დეტალურად მოცემული. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის პროექტის შედგენამდე მოსახლეობა გამოიკითხა. ჯამში, 8 000-მდე ადამიანი გამოიკითხა და მათი მხრიდან წარმოთქმულ საჭიროებებზე დაფუძნდა მომავალი წლის ბიუჯეტი”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები