ეკა ბესელია მთავარ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს
თავდაცვის მაღაჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით ეკა ბესელია მთავარ პროკორთან შეხვედრას აპირებს – განაცხადა ადამიანის უფლებთა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, მას მართებულად არ მიაჩნია ერთი ძალოვანი უწყების პირველი პირის მეორე ძალოვან უწყებასთან კონფრონტაციაში შესვლა.
“ვაპირებ, პირადად შევხვდე მთავარ პროკურორს და ვესაუბრო ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ მეტი ინფორმაცია მქონდეს. ამავე დროს, პროკურატურას უნდა ვაცადოთ საქმის გამოძიება. ვნახოთ, საბოლოოდ რა სურათი შეიქმნება. მართებულად არ მიმაჩნია, რომ ერთი ძალოვანი უწყების პირველი პირი კონფრონტაციაში შედის მეორე ძალოვან უწყებასთან, ეს ჩემთვის გაუგებარი და დაუშვებელია”, – აღნიშნა ბესელიამ.
მისი შეფასებით, ძალიან უხერხული იყო განცხადება, რომელიც ირაკლი ალასანიამ პოსტის დატოვებამდე გააკეთა. “ძალიან უხერხული იყო ის განცხადება, რომელიც ალასანიამ გააკეთა მაშინ, როცა მის უკან დგას ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ბუნებრივია, ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრს სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ დარჩებოდა”, – აღნიშნა ბესელიამ.