მიხეილ სააკაშვილი მინისტრების გადადგომას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მინისტრების გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა, არც გაკვირვებია. ამის შესახებ ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
ექსპრეზიდენტი ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან წარსულში გამართულ საუბარს იხსენებს. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა მას უთხრა, რომ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობისას ფულს გააკეთებინებდა, რის შემდეგაც კორუფციაზე დაიჭერდა.
„ის, რაც თუნდაც ამ დღეებში ხდება, მე არ გამკვირვებია. შარშან საპატრიარქოში შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე გამიმეორა, რომ დაიჭერდა მერაბიშვილს, უგულავას და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მეც. იქვე მოაყოლა, რომ ირაკლი ალასანიას ჯერ ცოტა ფულს გააკეთებინებდა და შემდეგ კორუფციაზე დაიჭერდა. ამავე შეხვედრაზე ახსენა, რომ შემდეგი „რუსთავი 2“-ის კონტროლის ქვეშ აყვანა იქნებოდა. ერთ-ერთი რაც ამ შეხვედრიდან ყველაზე ცუდად დამამახსოვრდა, იყო ის, რომ ის მუდმივად მიმეორებდა, რომ თუ ჩემთვის საქართველო სახელმწიფო იყო, მისთვის ის უბრალოდ სამშობლოა. ამ ფრაზიდან მხოლოდ ერთი აზრის გამოტანა შეიძლება – ის ემტერება სახელმწიფო ინსტიტუტებს და ბოლომდე წავა მათ ჩამოსაშლელად… თუ არ შევაჩერეთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები